პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში
კლასგარეშე აქტივობების
განხორციელების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის გაუმჯობესების გზების
კვლევა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
სსიპ ქრისტეფორე III-ის
სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა
კვლევის ავტორი: იზა
მეხრიშვილი
შესავალი
........................................................................................................................... 2
მოკლე
ინფორმაცია
სკოლის
შესახებ .......................................................................... 3
თავიI- საკვლევი საკითხის მიმოხილვა ........................................................................... 3
პრობლემის
გამომწვევი
სვარაუდო
მიზეზები
............................................................. 4
კვლევის
მიზანი
და
ამოცანები
................................................................................... 7
თავი II
- პრაქტიკული
კვლევის
არსი
....................................................................... 8
თავი III - ლიტერატურის მიმოხილვა
...................................................................... 19
თავი IV- მეთოდოლოგია
................................................................................................ 11
თავი V-
ინტერვენციის
დაგეგმვა
და
მისი
შედეგები ...............................................
................ 12
ინტერვენციიც
შედეგები
და
მათი
ანალიზი ................................................................ 13
შემაჯამებელი
კითხვარი
................................................................................................... 14
დიაგრამები
და
ცხრილები
............................................................................................... 15
თავი
VI მიგნებები , რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები ..................... 18
თავი
VII
დასკვნა
........................................................................................................................... 19
ბიბლიოგრაფია
............................................................................................................... 19
დანართი
...........................................................................................................................
თავი I
შესავალი
სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან ბავშვის წინაშე
ახალი ამოცანები იშლება; ახალი მოთხოვნები; ახალი გარემო; ახალი ადამიანები; ახალი
კონფლიქტები, პრობლემები,ბრძოლა თავის დამკვიდრებისათვის, რომლის დროსაც მოსწავლის
თვითშეფასება შეიძლება დაეცეს ან აუმაღლდეს. სწორედ ამ დროს, მნიშვნელოვანია სასწავლო
გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად კლასგარეშე სიახლეების შეთავაზება, სადაც
აქტივობები მორგებულია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით და დამოკიდებულია მათ ინტერესებზე.
სადაც აუცილებელია მშობლის მხარდაჭერა და ჩართვა, რათა შექმნან ერთი მთლიანი გუნდი
და ურთიერთთანამშრომლობით დაგეგმონ მოსწავლის წარმატებებზე მორგებული სასწავლო ატმოსფერო. ბავშვის აღზრდა -განვითარება მრავალმხრივი პროცესია. ეს არის
ზრუნვა იმაზე , რომ მოზარდმა თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ჰქონდეს სრულფასოვნების განცდა.
ამ დროს ოჯახი და სკოლა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ.
სსიპ ქრისტეფორე
III –ის სახელობის ხაშურს მუნიციპალიტეტის
დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში სწავლობს 427მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან
22 უფროსი მასწავლებელი, 3 წამყავნი და 13 პრაქტიკოსი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული
ლაბორატორიით და ინტერნეტით, ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა
და გარეთა ეზო... სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა საჭირო რესურსი. სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელე კვლევა, არის
II და V კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები 2017-2018
სასწავლო წლების განმავლობში.
საკვლევი საკითხის
მიმოხილვა
წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია:
კლასგარეშე აქტივობების განხორციელების პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის
გაუმჯობესების გზების კვლევა სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების გაკვეთილზე.
საკვანძო სიტყვები : კლასგარეშე აქტივობები, სწავლა კეთებით, მოტივაცია,
მშობელთა ჩართულობა, თანამშრომლობა, მოსწავლეზე
ორიენტირებული გარემო, შემოქმედებითობა.
კვლევის დროს გამოყენებული მეთოდები:
საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად
გამოყენებული იყო კვლევის როგორც თვისობრივი მეთოდი (ჩართული და ფოკუსირებული
დაკვირვება), ასევე კითხვარები. დაიგეგმა ინტერვენციები: კითხვარების
შევსება მშობლების და მოსწავლეების მიერ კლასგარეშე აქტივობების დაწყების და
დასრულების ბოლოს. კვლევის შედეგები: მონაცემთა
ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ
ამაღლდა მოსწავლეთა და მშობელთა მოტივაცია, გაუმჯობესდა ჩართულობის შედეგები,
გაიზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობა და კომუნიკაცია, გაიზარდა მოლოდინები და
ინტერესი როდესაც მეორადი რესურსების
გამოყენება შევთავაზე დასახული მიზნების მისაღწევად. დასკვნა:
მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა
გაგრძელდეს მსგავსი ტიპის აქტივობები სხვადასხვა კლასებში სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სისტემატური ხასიათი მიეცეს მასწავლებლისა და
მშობლის ურთიერთთანამშრომლობას.
სწორად დაგეგმილი აქტივობების საშუალებით მოსწავლეებმა
ისწავლეს ნარჩენების ეფექტური მართვის მნიშვნელობა, მათი გამოყენებით კონკრეტული დანიშნულების
საკლასო და დეკორატიული ნივთების დამზადება. გაიზარდა ჩართულობის ხარისხი, როგორც მოსწავლეებში
ისე მშობლებში. სკოლის გარეთ მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის
განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის შემოქმედებით პროგრესს. მოსწავლე
ხშირად რჩება მშობლის ყურადღების გარეშე, რადგან რაიონებში უფრო მძაფრადაა გამოკვეთილი
მძიმე სოციალურ-ეკონომიური პრობლემები, ამიტომ კლასგარეშე აქტივობები რომელიც დავგეგმე
და განვახორციელე მოზარდს კეთებით ასწავლის გამოსავალის პოვნას,ხდის უფრო კრეატიულს
და მიზანდასახულს.
კვლევის
მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობისას, სხვადასხვა
უნარის აღმოჩენა, საკუთარ თავში დარწმუნების, ახალო მეგობრების შეძენის და თანატოლებთან
ნორმალური ურთიერთობების დამყარება, რომლის დროსაც გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი,
გუნდური მუშაობის პრინციპები, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობის და მოთმინების უნარი,
იქნებიან კრეატიულები და ინდივიდუალურები. მოსწავლეები მშობლისა და მასწავლებლის დახმარებით
გაიუმჯობესებენ ცოდნას.
ნაშრომი წარმოადგენს
სურამის # 4 საჯარო სკოლის II და V კლასებში,
ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის
ანგარიშს, რომელშიც განხილულია კლასგარეშე
აქტივობების განხორციელების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაუმჯობესების გზების კვლევა
ხელოვნების გაკვეთილზე. კვლევაში მონაწილეობს 53 მოსწავლე და მათი მშობლების
ნაწილი. ნაშრომი შედგება VII თავისაგან; I თავში განხილულია საკვლევი საკითხი II თავში პრაქტიკული კვლევის არსი; III თავში
ლიტერატურის მიმოხილვა; IV თავში მეთოდოლოგია; V თავში
--- ინტერვენციის დაგეგმვა და მისი
შედეგბი ; VI თავში
--- მიგნებები, რეკომენდაციები , კვლევის
ნაკლოვანებები; VII თავში დასკვნა და ბიბლიოგრაფია.
1.2 საკვლევი
საკიხის აქტუალობა
თანამედროვე სკოლა მიზნად ისახავს ისეთი პიროვნების ფორმირებას,
რომელიც მზად იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს საკუთარი განვითარებისათვის. ამ
რეჟიმში ის მომავალი 12 წლის განმავლობაში
სულ უფრო მეტად დაიტვირთება, შესაბამისად სწავლა მისთვის ერთფეროვან, უინტერესო მასალად
რომ არ გადაიქცეს კლასგარეშე აქტივობებით შევეცადე მათი დროის სწორად გამოყენება და
შესაძლებლობების გამოვლენა. აქედან გამომდინარე ამგვარ ადამიანს უნდა
ახასიათებდეს:
1
კრიტიკული აზროვნება;
2
პრობლემათა გადაჭრის უნარი;
3
თვითგამოხატვის უნარი;
4
შემოქმედებითი აზროვნება;
5
სამოქალაქო ცნობიერება;
6
კომუნიკაციის უნარი;
7
კვლევა-ძიების უნარი;
8
თვითშეფასებისა
და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი.
1.3 პრობლემის გამომწვევი
სავარაუდო მიზეზები
შესაბამისი
გარემოს არარსებობა სკოლებში, სადაც კეთება მთლიანად მსჯელობით ან საუბრითაა ჩანაცვლებული,
დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს. პიროვნების
აღზრდა და მისი განვითარება შეუძლებელია ხელოვნებასთან ზიარების გარეშე. მიმაჩნია, რომ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს
კეთებით, შეგრძნების ყველა არხის გათვალისწინებით - ყნოსვა, აღმოჩენა, კომუნიკაცია,
ფერებთან და მასალასთან შეხება. მოსწავლეს ზღვა ცოდნას აწვდის სწორედ ის საგნები, რომლებიც
შეიცავენ ინფორმაციას სამყაროსა და ბუნების შესახებ. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თვისებებს აკლდებიან
ბავშვები ნებით თუ უნებლიედ. ხშირად მოსწავლეს სოციალურ-ეკონომიური პირობებიდან გამომდინარე
არ აქვს საჭირო სამუშაო მასალა, რის გამოც ცდილობს არ მიიღოს პრაქტიკულ საქმიანობებში
მონაწილეობა. ამით კი იზღუდება მისი თვითრეალიზაციის და თვითგამოხატვის შესაძლებლობა.
არსებული სიტუაცია გრძელდება წლების განმავლობაში, პრობლემა პრობლემად რჩება, ასეთ
მოსწავლეებს, განსაკუთრებით მაღალ კლასებში
ნაკლებად გააჩნიათ საგნისადმი მოტივაცია.
კვლევის მიზანი და ამოცანები ინტერვენციის დაწყებამდე
საჭირო
იყო
ჩამომეყალიბებინა
პრობლემის
გამომწვევი
სავარაუდო
მიზეზები.
კოლეგებს რამდენჯერმე
გავესაუბრე
ამ
პრობლემასთან
დაკავშირებით;
გაზიარების
და
უკუკავშირის
დროს მათი მხრიდან გამოიკვეთა
გასათვალისწინებელი საკითხები.
1.4. კვლევის მიზანი
მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან გასაუბრების
შემდეგ ჩამოვაყალიბე ჩემ მიერ წარმოებული კვლევის
მიზნები:
Ø
მრავალფეროვანი
და საინტერესო აქტივობებით როგორ გავზარდო მათი ჩართულობა.
Ø
შევისწავლო
მოსწავლეთა ინტერესები, ემოციები, პრობლემები, ძლიერი და სუსტი მხარეები. სასკოლო მზაობა
და კეთებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დავგეგმო
ისეთი კლასგარეშე აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დაახლოვებს ერთმანეთთან, სასკოლო
ცხოვრებასთან და გარემოსთან.
Ø
ვიზრუნო
დავეხმარო ირგვლივ არსებული უსარგებლო ნივთების, დაინახვასა და გამოიყენებაში, რომელშიც
აქტიურ დახმარებას გაგვიწევს მშობელი, ამით ორმაგად გაიზრდება მოსწავლის მოტივაცია.
Ø
დავარწმუნო
მშობლები, რომ თითოეული ჩემ მიერ შეთავაზებული
აქტივობა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ მათი შვილების შემოქმედებითი და კრეატიული უნარების
ასამაღლებლად. ასევე იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც სასწავლო ურთიერთობების სხვადასხვა
ეტაპზე გამოვლინდება მაგ: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, რესურსის და დროის სწორად გამოყენება.
Ø
დავარწმუნო მოსწავლე,
რომ ნასწავლი, გაგონილი თუ დანახული
მასალის საჭიროებისამებრ მორგება მისი ძლიერი და პრიორიტეტული მხარეა. ვასწავლო რესურსების
ეფექტიანად გამოყენება და ამით ხელი შევუწყო მის პიროვნებად ჩამოყალიბებას.
1.5. კვლევის ამოცნა
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ
კითხვებს:
v
როგორ
ვასწავლო უსარგებლო ნივთებით სარგებელის მიღება, მისი გამოყენება და საჭიროება?
v
როგორ
შევუწყო ხელი, რომ გარემო იყოს კომფორტული და საინტერესო?
v
როგორ
ჩამოვაყალიბო სოციალური უნარების მატარებელ პიროვნებად;
v
როგორ
ვისწავლოთ კეთებით და სხვასაც ვასწავლოთ?
v
როგორ
დავხვეწო გემოვნება და ფანტაზია, რათა გავხდე კარგი შემოქმედი?
v
როგორ
გამოვიყენო და მოვარგო ნასწავლი მომავლისთვის?
v
რა
უპირატესობა აქვს მშობლის თანამონაწილეობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას?
v
რა
განაპირობებს წინსვლას?
v
კლასგარეშე
აქტივობებით როგორ გავზარდო მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაცია?
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი
,, უსარგებლო ნივთზე
საჭირო არაფერია“, აი ჩემი დევიზი როდესაც საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც მიზნად ისახავდა
მაქსიმალურად გამომევლინა მოსწავლეებში კეთებით მიღებული უნარები, ამამაღლებინა მშვენიერების
და მოფრთხილების განცდა. ვინაიდან კლასგარეშე აქტივობებში ჩართვა გაკვეთილების მერე
ხდება, საჭიროა მშობელთან თანამშრომლობა, მათი
თანხმობა, რათა მშობელმა მოსწავლე დატოვოს კლასგარეშე აქტივობებზე და გააცნობიეროს
რომ, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს შვილის შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
რადგან სკოლა ძველია და ინფრასტრუქტურა თითქმის მოშლილია, შესაბამისად მოსწავლეებს
არ აქვთ პირობები ჰქონდეთ მიმზიდველი საკლასო
გარემო. მოსწავლეებს შევთავაზე თავად გვეზრუნა ამისთვის, ამიტომ გავაერთიანე ძირითადი
საკითხის ირგვლივ ,, როგორ აღმოვაჩინოთ “ ,,როგორ
ვისწავლოთ და ვასწავლოთ“, „საკუთარი ხელებით როგორ შევიქმნათ პრაქტიკული ნივთები“,
,,ვისწავლოთ კომუნიკაცია და იდეების გაცვლა
გამოცვლა“, ,,მსჯელობა და ქცევა.“ როგორ ვუზრუნველყოთ
მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული
გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალ მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი
ღირებულების შესაქმნელად.
თავი
III
ლიტერეტურის
მიმოხილვა
თანამედროვე მსოფლიოს შრომითი ბაზრის თავისებურებებისა და მოთხოვნების გამო, დღეს, სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ სახლში მისული უფრო და უფრო მეტი ბავშვი რჩება უფროსების ყურადღების გარეშე. დასაქმებული მშობლების უმრავლესობას გვიან ღამემდე უწევს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება და სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებისთვის სათანადო დროის დათმობის საშუალება აღარ აქვს. არადა, სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მის აკადემიურ პროგრესს. მშობლების ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ ბავშვებში, ერთი მხრივ, აკადემიური პრობლემები იჩენს თავს, ხოლო მეორე მხრივ, სარისკო ქცევის ჩამოყალიბების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას იწვევს. ამდენად, მოსწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა და დადებითი სოციალური მიმართულებით განვითარება დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემების და მრავალი ოჯახის ამოცანას წარმოადგენს.
ზემოაღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, თანამედროვე მსოფლიოში კლასგარეშე აქტივობების და პროგრამების საჭიროება დღითი დღე იზრდება. კლასგარეშე პროგრამები გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დროის უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს, მათ ენერგიას პოზიტიური მიმართულებით წარმართავს, გარდა ამისა, სპეციფიკური ინტერესების დაკმაყოფილებასა და განსაკუთრებული ტალანტის გამოვლენასაც უწყობს ხელს. კლასგარეშე პროგრამების საჭიროება და სარგებლიანობა იმდენად დიდია განვითარებულ ქვეყნებში, რომ განათლების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი წილი სწორედ ასეთი ტიპის პროგრამების და ღონისძიებების დაფინანსებაზე მოდის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაწყებითი და საშუალო განათლების საფეხურის
ფედერალური დაფინანსების დაახლოებით 10% კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების დაფინანსებას ეთმობა.
კლასგარეშე პროგრამების შეფასებითი კვლევების დასკვნებში, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აღნიშნავდნენ მათ აკადემიურ შედეგებსა და სარგებლიანობას. თუმცა, დღეს, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების პიროვნული და სოციალური სარგებელი. სწავლისა და სწავლების სფეროში ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია ბავშვს პიროვნული და სოციალური უნარ-ჩვევები ვასწავლოთ. კლასგარეშე პროგრამების შეფასებებში კი დასტურდება, რომ ბავშვების ჩართულობა აღნიშნულ პროგრამებში პირდაპირ კავშირშია, ერთი მხრივ, მათ სტაბილურ ემოციურ მდგომარეობასა და დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასთან, ხოლო, მეორე მხრივ, დადებით ქცევასთან.
ბავშვებისა და მოზარდების განვითარების თეორიების თანახმად კი, სწავლება მაშინ არის განსაკუთრებით ეფექტური, როცა პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება. ამდენად, კლასგარეშე პროგრამების ფარგლებში, პიროვნული და სოციალური განვითარების ასპექტები ისეთი უნარ-ჩვევების სწავლებას მოიცავს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვითკონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვითეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვითშეფასება და ა.შ.
კლასგარეშე პროგრამების ძირითადი მიმართულებები
კლასგარეშე პროგრამა შეიძლება იყოს აკადემიური, შემოქმედები ან შემეცნებითი მიმართულების. ამ დროს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მოამზადონ საშინაო დავალებები და დახმარება მიიღონ ისეთ უნარ-ჩვევებში, როგორიცაა: კითხვა, არითმეტიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ა.შ. ამავე კატეგორიას განეკუთვნება საუნივერსიტეტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები, კომპიუტერული კურსები, უცხო ენის კურსები, მომზადება დასაქმებისთვის და ა.შ. სოციალური მიმართულების პროგრამებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები (სკაუტები, აკადემიური კლუბები და ა.შ.), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებელი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები და ა.შ. ბავშვის ფიზიკური და პიროვნული განვითარების მიმართულებით კი წარმატებით მუშაობს ისეთი პროგრამები, როგორიცაა: დრამისა და ხელოვნების, მუსიკისა და ხელსაქმის შემსწავლელი წრეები, კულტურული, სპორტული და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.
კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა
კლასგარეშე პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა თუ ინსტიტუციას სხვადასხვა მოტივაცია აქვს. სამთავრობო ინსტიტუტებისთვის კლასგარეშე პროგრამების განხორციელება და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის გაუმჯობესება სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის ამაღლების გარანტიას წარმოადგენს. მშობლებისთვის კლასგარეშე პროგრამები შვილების უსაფრთხო გარემოსა და მათი დროის ნაყოფიერად გატარებას უზრუნველყოფს. საზოგადოებისთვის ახალგაზრდების კლასგარეშე პროგრამებით დაკავება დანაშაულის შემცირებასა და უსაფრთხო სამეზობლოს ნიშნავს, ხოლო ბიზნესისთვის _ შრომისმოყვარე, ორგანიზებული და სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების მომზადებას.
დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების ყველა ზემოჩამოთვლილი სექტორი სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს სხვადასხვა კლასგარეშე პროგრამას. ბუნებრივია, იმისათვის, რომ პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვოს, ის ხარისხის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ქვემოთ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური კლასგარეშე პროგრამები და მივიღოთ სამთავრობო თუ ბიზნესსექტორის, მშობლების, თემის მხარდაჭერა.
ეფექტური კლასგარეშე პროგრამების შექმნა
აკადემიური, სოციალური თუ პიროვნული განვითარებისკენ მიმართული კლასგარეშე პროგრამების შექმნისას რეკომენდებულია რამდენიმე საერთო სტანდარტის დაცვა. ქვემოთ მოცემული მახასიათებლების გათვალისწინება სხვადასხვა საჭიროებისა და გამოცდილების მქონე ბავშვების სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.
1. მიზნების დასახვა და ძლიერი მენეჯმენტი
კლასგარეშე პროგრამების მიზნები, საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, თემის ლიდერებისა და წევრების, მშობლებისა და მოსწავლეების აზრების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. რეალისტური და რელევანტური მიზნების დასახვის შემდეგ სწორი და ძლიერი მენეჯმენტის საჭიროება ჩნდება, რათა ისინი წარმატებით შესრულდეს. კარგი კლასგარეშე პროგრამა უნარშეზღუდული ბავშების ინტეგრირებასაც უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ პროგრამების დაფინანსება, სტრუქტურა და აქტივობები, თანამშრომელთა რაოდენობა სწორედ მის მიზნებზეა დამოკიდებული.
2. კვალიფიციური თანამშრომლების დაქირავება
თანამშრომლების დაქირავება პროგრამის მასშტაბზე, მენეჯმენტის სტრუქტურასა და პროგრამის მიზნებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ კლასგარეშე პროგრამების განხორციელებით დაკავებული თანამშრომლები კვალიფიციური, გამოცდილი და მოტივირებული უნდა იყვნენ, მათ აუცილებლად უნდა შეეძლოთ სკოლის მასწავლებლებთან ნაყოფიერი კომუნიკაცია და კოორდინაცია. მათი სპეციფიკური უნარ-ჩვევები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და კულტურის ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებისა და უნარშეზღუდულ ბავშვებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. სასკოლო სასწავლო გეგმისა და შეფასების სისტემის ცოდნა მათ მოსწავლეების აკადემიური კუთხით დახმარების საშუალებას მისცემს. კლასგარეშე პროგრამებში ჩართული ბავშვების არაერთი გამოკითხვით დადასტურდა, რომ უფროსების მხრიდან მათ სითბო და მზრუნველობა სჭირდებათ, რაც კლასგარეშე პროგრამების თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ.
3.უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო
სასურველია, კლასგარეშე პროგრამები ქალაქის ყველა რაიონში, სოფლად კი ყველა თემში ხორციელ-დებოდეს, რათა თითოეულ მოსწავლეს შეეძლოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სასურველ პროგრამაში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში გამოყენებული აქტივობები მოსწავლის ასაკის შესაბამისი უნდა იყოს და ჯანსაღი ქცევის მოტივირებას უნდა ახდენდეს. საუკეთესო კლასგარეშე პროგრამები მოსწავლეებს სოციალიზაციის მრავალფეროვან ფორმებს სთავაზობს.
4. პარტნიორობა თემთან, ორგანიზაციებთან, სამართლებრივ ორგანოებთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან
კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებისა და თემის წევრების მხარდაჭერაზე. წარმატებული პროგრამები მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებს ისეთი ორგანოებიდანაც, როგორიცაა: სკოლის სამეთვალყურეო საბჭო, თემის საკრებულო, ადგილობრივი პოლიცია და ა.შ. ეფექტური პროგრამები ზემოჩამოთვლილ ერთეულებს, ახალგაზრდობასთან ერთად, აქტიურად აბამს პროგრამის დაგეგმვაში, რათა მთლიანად თემის საჭიროებების გათვალისწინება მოხდეს. წარმატებული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სკოლისა და თემის საჭიროებებისა და რესურსების შესწავლა-შეფასება, ლოჯისტიკური საკითხების დასმა, პროგრამის ერთობლივად დაგეგმვა და ა.შ.
5.ოჯახების ჩართულობა
ცალკე გამოვყოფთ ოჯახების როლს კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ეფექტური პროგრამები რეგულარულ სამუშაო შეხვედრებს, საორიენტაციო სესიებსა და მშობლების მრჩეველთა საბჭოს შეკრებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, აუცილებელია დასაქმებული მშობლების საჭიროებების გათვალისწინება, მათთან რეგულარული ურთიერთობა წერილობითი ფორმით, საინფორმაციო ცენტრის ან ვებგვერდის გახსნა, საინფორმაციო ბროშურების შექმნა, სოციალური საღამოების მოწყობა.
6.სასწავლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნება
კლასგარეშე პროგრამებს ბავშვის აკადემიური მოსწრების, ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. ეფექტური პროგრამები მოსწავლეებს მათი ინტერესის სფეროში მუშაობის საშუალებას აძლევს, ცნობისმოყვარეობას უკმაყოფილებს, ეხმარება საყვარელი საქმიანობის შეძენასა და სხვადასხვა სტილით (ვიზუალური, აუდიო და კინესთეტიკური) სწავლაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასგარეშე პროგრამების კურიკულუმი გარკვეული სირთულის შემცველი, თუმცა დაუძლეველი არ უნდა იყოს.
7.კავშირი სასკოლო პროგრამასთან
იმისათვის, რომ სასკოლო პროგრამასა და კლასგარეშე აქტივობებს შორის ნაყოფიერი კავშირი არსებობდეს, აუცილებელია კლასგარეშე პროგრამებში დასაქმებული მასწავლებლების მიერ სასწავლო პროგრამის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, მოსწავლეთა შეფასებების გაცვლა-გამოცვლა სხვა მასწავლებლებთან და ა.შ. ზოგიერთი კლასგარეშე პროგრამა წარმატებით ახორციელებს ინტერდისციპლინურ და თემატურ ჯგუფურ პროექტებს. მაგალითად, თუ მოსწავლეები მათემატიკაში გამრავლების ტაბულას სწავლობენ, აღნიშნული ცოდნის გამყარება, კლასგარეშე პროგრამის ფარგლებში, “ჩეჩოტკას” ტიპის ცეკვითაც კი შეიძლება; ან თუ საბუნებისმეტყველო საგნებში ღრუბლების ფორმირებას სწავლობენ, ხელოვნების კლასგარეშე პროგრამის ფარგლებში, მათ შეუძლიათ დახატონ წრიული, ფენა-ფენა ან აკუმულირებული ღრუბლები.
8. პროგრამის ეფექტურობის შეფასება
რადგან კლასგარეშე პროგრამები მრავალფეროვანი და კომპლექსურია, მათი შეფასების სტანდარტული ფორმის შემუშავება შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია: თითოეულმა კლასგარეშე პროგრამამ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააუმჯობესოს ხარისხი. ზოგადად, ეფექტური პროგრამები შეფასების კომპონენტსაც მოიცავს. მაგალითად, იმ პროგრამებმა, რომლებიც უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, უნდა შეაფასონ უსაფრთხოების, დანაშაულის, ნარკოტიკის გამოყენების ინდიკატორები. პროგრამები როგორც თვითშეფასებას, ისე გარე შეფასებას უნდა ახორციელებდეს და საკონტროლო ჯგუფის დაკვირვებასა და შედეგების შედარებას უნდა ახდენდეს.
დამატებითი ფაქტორები
კლასგარეშე პროგრამების შექმნისას, ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა და სტანდარტების დაცვის შემთხვევაშიც კი, ხშირად თავს იჩენს ისეთი ბარიერები, რომელთა გათვალისწინება რთულია, თუმცა რეკომენდებულია პროგრამის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ზოგჯერ კლასგარეშე პროგრამები სასურველ შედეგს ვერ აღწევს ადეკვატური რესურსების ნაკლებობის გამო. ზოგჯერ პროგრამა უშედეგოა, თუ მოსწავლეთა და მასწავლებელთა თანაფარდობა მაღალია, ან მასწავლებლები ხშირად იცვლებიან, ვთქვათ, დაბალი ხელფასის გამო.
კლასგარეშე პროგრამების ზოგიერთი კვლევა კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს, რომლის წარმატებით გადაჭრა მხოლოდ მასწავლებლებისა და მშობლების ეფექტური კოორდინაციის მეშვეობითა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებითაა შესაძლებელი. აღნიშნული კვლევების შედეგები გვაჩვენებს, რომ სასწავლო პროცესის შემდეგ მოსწავლის სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში ჩართვა, ზოგჯერ, მის ზედმეტად დატვირთვას იწვევს და შედეგად, სწავლის ხარისხს ამცირებს, ხოლო ემოციურ მდგომარეობას დაძაბულობას მატებს. ბავშვებს თავისუფალი დრო აღარ რჩებათ და ისინი სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებას მშობლებისა და მასწავლებლების დაკვირვებული თვალი და ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია სჭირდება. აუცილებელია, მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად განიხილონ მოსწავლის შესაძლებლობები და მიდრეკილებები, რათა სათანადო დატვირთვის გრაფიკი და აქტივობები შეარჩიონ.
თავი IV
მეთოდოლოგია
კვლევის პროცესში მონაცემთა შეგროვების სანდოობისათვის,
საკვლევი მასალის სიღრმსეული შესწავლისთვის
გამოვიყენე დაკვირვება გაკვეთილზე, კლასგაეშე აქტივობის დროს, კითხვარები, ინტერვიუ.
თვისობრივი მეთოდებიდან გამოვიყენე:
დაკვირვება- ვაკვირდებოდი რამდენას დაძლევადი იყო ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები
მოსწავლეებისათვის. რამდენად უსაფრთხოდ და კარგად ფლობდა პრექტიკული სამუშაოსთვის განკუთვნილ
იარაღებს (მაკრეტელი, ჩაქუჩი, ცხელი წებო, სადგისი, პულივიზატორი და სხვა). ეხმარებოდა
თუ არა მეგობრებს დასახული მიზნის მიღწევაში ან აღიარებდა თუ არა, რომ თავად საჭიროებდა
დახმარებას. ჯგუფური მუშაობის დროს ითვალისწინებდა
თუ არა თანაგუნდელების შესაძლებლობას და ნასწავლი მასალის სწორად გამოყენებას; რა მოლოდინები დაუჩნდათ ბავშვებს და მშობლებს. რამდენად
ხელმისაწვდომი იყო თითოეული ბავშვისთვის რესურსი. ვაკვირდებოდი საკუთარ თავსაც თუ როგორი
შედეგი მქონდა და რა უნდა გამომესწორებინა. დიალოგი-ს დახმარებით ინდივიდუალურად ვსაუბრობდი მშობელთან
/მოსწავლესთან. ვმსჯელობდით დაკვირვების დროს აღმოჩენილ დადებით და უარყოფით ფაქტებზე
მაგალითად: როგორიცაა უინტერესობა, დროის გაფლანგვა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე
აღება ან წასალისება/შექება. კეთების დროს ნამუშევარის ხარისხის გაზომვა.
სამიზნე ჯგუფი
მასწავლებელი, მოსწავლეები და მათი
მშობლები.
თავი V
ჩარევის / ინტერვენციის დაგეგმვა.
შედეგებზე დაკვირვებისა
და გაანალიზების შემდეგ დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
მოსწავლეები
ავსებდნენ თვითშეფასების კითხვარებს.
ინტერვიუს
მეთოდის გამოყენებით მშობლებისაგან ვაგროვებდი
ინფორმაციას მათი შვილის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ხომ არ იყო რომელიმე მოსწავლე ალერგიული
წებოსთან ან საღებავთან მიმართებაში.
ტარდებოდა
დასკვნითი საუბრები.
ვაანალიზებდით
რამდენად საჭირო იყო მეორადი ნივთების შეგროვება და შემდგომ მათი ეფექტიანად გამოყენება.
განსაკუთრებული
ხედვით და უნარებით დაჯილდოვებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სხვებს და უხსნიდნენ შესასრულებელი
სამუშაოს ინსტრუქციას და შინაარსს.
ბოლოს,
კვლევის დასრულების შედეგების შეფასების მიზნით ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა.
მონაცემთა შეგროვების თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მშობლების მასწავლებელთან თანამშრომლობის მოტივაცია არის მაღალი, ყველამ მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობაზე.
ინტერვენციის
შედეგები და მათი ანალიზი
ინტერვენციის განხორციელებამ
დადებითი შედეგი გამოიღო მთელ კლასში. დაკვირვებებმა და გამოკითხვებმა გამოკვეთეს სასწავლო
და კლასგარეშე საკითხავი მასალისაკენ მიდრეკილი
ბავშვები, რომლეთათვისაც კითხვა და მასზე მსჯელობა სასიამოვნო და სახალისოა. აგრეთვე
მოსწავლეთა ჯგუფურმა მუშაობამ გამოაჩინა წევრებს
შორის დამყარბული კოლაბორაციული, წარმატებისათვის საჭირო დახმარების გაწევის და შესასრულებელი
მასალის ზუსტად გადანაწილების უნარები.
შემაჯამებელი კითხვარი, დიაგრამები და ცხრილები
მშობელთა
და
მოსწავლეთა
შემაჯამებელი
კთხვარის ძირითადი
შედეგები:
1. როგორ
შეაფასებდით ხელმძღვანელის, იზა
მეხრიშვილის კლასგარეშე საქმიანობას? საჭიროებს გაუმჯობესებას -2% საშუალო-2% ძალიან კარგი-96%
2. როგორი იყო თქვენი
რეაქცია, როდესაც შვილმა გითხრათ, რომ კლასგარეშე აქტივობრბში უნდოდა ჩართვა? განვეწყე სკეპტიკურად -1%
მივეცი შანსი-1% იდეა მომეწონა
-98%
3. რამდენად შეესაბამებოდა განხორციელებული აქტივობები, თქვენი შვილის ინტერესებს?
არ შეესაბამებოდა ზოგიერთი
აქტივობა -1% დიახ, თითქმის ყველა
აქტივობა იყო რთული -0% დაძლევადი იყო -99%
4. თქვენი აზრით, კლასგარეშე შეხვედრებმა აუმაღლა თუ
არა მოტივაცია ხელოვნებაში თქვენს შვილს? მშობელთა 100% მა აღნიშნა რომ
დადებით შედეგი ქონდა ამ მუშაობას.
5. იყო თუ არა კლასგარეშე აქტივობები მრავალფეროვანი ? მშობელთა უმრავლესობამ აღნიშნა რომ
აქტივობები იყო საინტერესო და მარავლფეროვანი.
6. რომელი კლასგარეშე ნამუშევარი
მოგეწონათ ყველაზე მეტად?
მხიარული ქოთნები 15%, თაროები-20%, საკიდები-30%, დეკორატიული სფანქრეები-20%,
სადღესასწაულო კუთხე - 15%.
7. გსურთ თუ
არა კიდევ გაგრძელდესმსგავსი შეხვედრები?
არა-0% თავს შევიკავებ -0% მოხარული ვიქნები-100%
8. იყენებდა
თუ არა თქვენი შვილი კლასგარეშე აქტივობებისას
მიღებულ ცოდნას სკოლის გარეთ? არა-5% მეტ-ნაკლებად-5% სისტემატიურად
-90%
9. წრიდან
დაბრუნებული გიზიარებდათ თუ არა შთაბეჭდილებებს: მუშაობის პროცესის, მასწავლებლის
დამოკიდებულების, აქტივობების სიმარტივის ან სირთულის შესახებ? ამაზე არ საუბრობდა-4% ნაკლებად საუბრობდა-10% გვიზიარებდა შთაბეჭდილებებს-86%
10.
რა ტიპის აქტივობებს ისურვებდით
თქვენი შვილისთვის მომავალში? კეთებით სწავლას -95% გაეცნოს ქარველ მხატვრების -0% ფერწერაზე მუშაობას-5%
11. კლასგარეშე აქტივობები ეხმარება
თუ არა სწავლის გაუმჯობესებაში? მეტ-ნაკლებად-
20% დიახ -30% საუკეთესო შედეგს ვიღებთ-50%
12. რა ნიშნით შეაფასებდით წრის მუშაობას?
1- 4 ქულა - 0% 5 - 7 ქულა -0% 8 – 10ქულა-100%
რას გვისურვებთ?
შეკითხვაზე მშობლების უმრავლესობამ გვისურვა წარმატებები და აღნიშნეს რომ გაგრძელდეს
მსგავსი ტიპის აქტივობები.
კვლევის განხორციელების ვადები
#
|
სექტემბერი
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
მშობელთა
გამოკითხვა
|
X
|
X
|
|||||||
მოსწავლეთა დაკვირვება
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
დაგეგმილი აქტივობების განხორციელება (ინტერვენციები)
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
მოსწავლეთა ნამუშევრების
გამოფენა
|
X
|
X
|
|||||||
მოსწავლეთა გამოკითხვა
|
X
|
X
|
|||||||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
|||||||
პრეზენტაცია კოლეგებთან და შედეგების გაცნობა
|
X
|
გამოკითხვებმა ცხადყო
მოსწავლთა მაღალი მოტივაციისა და ჩართულობის დონე. ისინი ხალისით და დიდი მონდომებით
ერთვებოდნენ საინტერესო აქტივობებში.
თავი VI
კვლევის ნაკლოვანებები,
მიგნებები
კვლევისას
გამოიკვეთა ნაკლი: კლასგარეშე აქტივობები ხორციელდება გაკვეთილების შემდეგ, ბავშვი
ამ დროს არის დაღლილი და მშიერი, ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა მეორე კლასში, ამიტომ
მშობლებთან მიწევდა ხშირი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოსწავლეთა უნარებზე
დაკვირვებით შევამჩნიე, რომ ორი მოსწავლისთვის რთული აღმოჩნდა შესასრულებელი სამუშაო,
(მაგ. სადღესასწაულო კუთხისთვის დეკორაციების გამოჭრა)რაც შემდეგისთვის უნდა გავითვალისწინო,
თუმცა შემდეგი ეტაპები დაძლევადი გამოდგა. სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვები არ უფრთხილდებოდნენ
საკლასო გარემოს, აფუჭებდნენ და ანაგვიანებდნენ. წლის ბოლოს როცა გარემო მორთეს და გაალამაზეს, იმდენად მოეწონათ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით
გალამაზებული კლასი, დაიწყეს ზრუნვა და სხვასაც სთხოვდნენ იგივეს. ამრიგად მიმაჩნია,
რომ უამრავ უნარებთან ერთად მოსწავლეებს აუმაღლდათ პასუხისმგებლობა, გაიზარდა მათი
ესთეთიური მხარე.
რეკომენდაციები
სასურველი იქნებოდა
მსგავსი აქტივობები ხშირად განხორცილედეს ყველა კლასში. რათა მოსწავლეებმა ისწავლონ
როგორც საკუთარი ისე სხვისი ნამუშევრების გაფრთხილება და მოვლა.
თავი VII
დასკვნა
ჩემ მიერ ჩატარებული
კვლევა ვთვლი, რომ წარმატებით მიმდინარეობდა.
გამოყენებული
მეთოდიკა
მიმართული
იყო
მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირების ხელშეწყობისთვის, რომლის დადებითი მხარე ისაა,
რომ მუშაობის მრავალფეროვანი ფორმები გამოვიყენე, ესენია: კომუნიკაცია, მსჯელობა,
დაკვირვება, სწავლა კეთებით, განხორციელებული
ქმედებებით
ცოდნისა
და შემოქმედებითი დონე ამაღლდა. მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობით დავძლიეთ საკლასო გარემოში არსებული პრობლემა, გავაუმჯობესეთ
სასწავლო აკადემიური ხარისხი. მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულნი
გახდნენ, გაიაზრეს რომ სკოლა ის ადგილია სადაც სიხარულით ელიან და ზრუნავენ მის განვითარებაზე
და რაც მთავარია მშობლებთან კომუნიკაციამ მათში
XXI საუკუნის მნიშვნელოვანი უნრები
განავითარა, რაც მომვალში მათი თვალსაწიერის გაზრდაში დიდ წვლილს შეიტანს.
კვლევამ
აჩვენა, რომ მშობელთა
ჩართულობა,
მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა
ეფექტურია, მივიღეთ
მრავალი სასაგებლო შედეგი,
როგორიცაა: მოტივაციის
ამაღლება, მოსწავლის ჩართულობა, ინდივიდუალური მახასიათებლების გამოაშკარავება, განსხვავებული
ხედვა, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, პასუხიბმგებლობა, მოსწავლეთა
კარგი
ყოფაქცევა,
მშობლების
ნდობის
ამაღლება
სკოლისა
და
სწავლებისადმი, კარგი
კომუნიკაცია, იდეების გაცვლა/გაზიარება. შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,
რომლებიც დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში და
მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.
ბიბლიოგრაფია
1
ინასარიძე
მ,
ლობჟანიძე
ს,
რატიანი
მ,
სამსონია
ი.
„მასწავლებლის
საქმიანობის
დაწყების,
პროფესიული
განვითარების
და
კარიერული
წინსვლის
სქემის
გზამკვლევი“
ნაწილი
II მასწავლებლის
პროფესიული
განვითარების
ეროვნული
ცენტრი,
2016http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2
ლობჯანიძეს.
„როგორ
წარვმართოთ
პედაგოგიური
კვლევები“
ინტერნეტჟურნალი
„მასწავლებელი“
2012 წლის
3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
3
გიორგაძე
მიხ.
„როგორ
ვიმუშაოთ
პედაგოგიურ
კვლევებზე?“
/ ციფრული
რესურსი
http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4
ზურაბიშვილი
თ.
„თვისებრივი
მეთოდები
სოციალურ
კვლევაში“
სოციალურ
მეცნიერებათა
ცენტრი
2006 წ.
http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
5
წულაძე
ლ.
„რაოდენობრივი
კვლევის
მეთოდები
სოციალურ
მეცნიერებებში“
თბ.
2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
6
კლასგარეშე აქტივობები და პრობლემები 12 ივნისი,
2010, ავთანდილ შუერღაია http://mastsavlebeli.ge/?p=2515
დანართი
კვლევას თან ერთვის
კლასგარეშე აქტივობების ამსახველი სურათები.
რას
ველოდები კლასგარეშე აქტივობებით
მშობელი/სახელი,
გვარი: __________________________
1. რას ელოდებით განხორციელებული პროექტით?
2. რა შედეგს ელოდებით წრის ხელმძღვანელის, იზა მეხრიშვილის კლასგერეშე საქმიანობაში?
ჯერ არ ვიცი საშუალო მაღალი
3. როგორი იყო თქვენი
რეაქცია, როდესაც შვილმა გითხრათ, რომ კლასგარესე აქტივობებში უნდოდა ჩართვა?
განვეწყე სკეპტიკურად მივეცი
შანსი
იდეა მომეწონა
კომენტარი ___________________________________________
________________________________________________________________________
4. როგორ
ფიქრობთ განსახორციელებელი
კლასგარეშე აქტივობები შეეფერებოდა თუ არა თქვენი შვილის ინტერესებს ? ______________________________________________
________________________________________________________________________
5. თქვენი
აზრით, მსგავსი აქტივობები აუმაღლებს თუ არა
მოტივაციას და შემოქმედებით უნარებს ხელოვნებაში მოსწავლეებს?
________________________________________________________________________________________________________________________________________________
6. არის
თუ არა კლასგარეშე საქმიანობა
მრავალფეროვანი და საინტერესო, როდესაც პროგრამას გადახედეთ ?___________
________________________________________________________________________
7. თქვენი
აზრით რომელი აქტივობა იქნება ყველაზე მეტად საინტერესო?
ყველა გამოვარჩევ
რამდენიმეს არ შეესაბამება ჩემი
შვილის ------
- ინტერესებს
________________________________________________________________________________________________________________________________________________
8. ხომ
არაფერს გვირჩევთ ან დაამატებთ, რომელიც გსურთ რომ განხორციელდეს?___________________________________
________________________________________________________________________
9. როგორ
ფიქრობთ გამოიყენებს თუ არა თქვენი შვილი
მსგავსი აქტივობებისას მიღებულ ცოდნას სკოლის გარეთ? __________________________________________
________________________________________________________________________
10. როგორია
ბავშვის მოლოდინი როდესაც ეს დღე ახლოვდება?
ამაზე არ საუბრობდა ნაკლებად საუბრობდა გვიზიარებდა შთაბეჭდილებებს
______________________________________________________________________________
Комментариев нет:
Отправить комментарий